კატეგორია: სიახლეები

ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია

2022 წლის 25 სექტემბერს “ისრაელის სახლის” ორგანიზებით გაიმართა ბიბლიური მარშრუტის პრეზენტაცია გამართა თბილისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსის სტუდენტებმა, ანა მანველიშვილმა და ანანო სადაღაშვილმა.

Read More

საერთაშორისო ლექცია ჰოლოკოსტის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე

2021 წლის 23 დეკემბერს,  ასოცირებული პროფესორის, ნონა ჭანტურიასა და ჰოლოკოსტის შესახებ განათლების ასოციაციის მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსის სტუდენტებს, ონლაინ ლექცია ჩაუტარა ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა.

Read More

საერთაშორისო ლექცია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ისტორიაზე

2021 წლის 9 დეკემბერს, “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსის ხელმძღვანელის, ნონა ჭანტურიასა და საქართველოს ჰოლოკოსტის შესახებ განათლების ასოციაციის მოწვევით, კურსის სტუდენტებს ონლაინ ლექცია წაუკითხა ამერიკელმა პროკურორმა და ავტორმა, ა. ასტროვსკიმ.

Read More

ისრაელის კაბინეტის გახსნა და დევიდ ბიტანის საპატიო დოქტორად არჩევა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2021 წლის 1 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და “ისრაელის სახლის” ერთობლივი ძალისხმევით, უნივერსიტეტში გაიხსნა “ისრაელის კაბინეტი” და  ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) წევრსა და საქართველოს მეგობარს, დევიდ ბიტანს, ჰოლოკოსტის ისტორიისა და ისრაელის  შესახებ სწავლების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის…

Read More

სტუდენტები კვლავ ირჩევენ “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსს

2021 წლის შემოდგომის სემესტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კვლავ აირჩიეს “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსი. კურსზე დარეგისტრირდა 77 სტუდენტი უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამიდან.

Read More

ასოცირებული პროფესორი ნონა ჭანტურია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ლექტორად დასახელდა

ასოცირებული პროფესორი ნონა ჭანტურია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ლექტორად დასახელდა სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით.

Read More

სტუდენტთა უპრეცედენტო რაოდენობა “ჰოლოკოსტის ისტორიის” ახალ კურსზე

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კვლავ გაიხსნა “ჰოლოკოსტის ისტორიის” ახალი კურსი. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ამ არჩევით კურსზე დაინტერესებულ სტუდენტთა რიცხვი იზრდება.

Read More

ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

27 იანვარს “ისრაელის სახლში”  ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და უნივერსიტეტის სახელით სიტყვით გამოვიდა,  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჭანტურია. 

Read More

ისრაელელი ლექტორის ლექცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

19 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰოლოკოსტის ისტორიის კურსის სტუდენტებისთვის, ონლაინ ლექცია ჩაატარა ქალბატონმა ავიტალ ზალმანოვიჩმა. ავიტალ ზალმანოვიჩის მამა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი იყო და მოახერხა, რომ გადარჩენილიყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ის აქტიურად მონაწილეობდა ისრაელის ახლად დაარსებული სახელმწიფოს მშენებლობაში.

Read More

ჰოლოკოსტის ისტორიის კურსის სტუდენტები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2019 წლის 6 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰოლოკოსტის ისტორიის კურსის სტუდენტები კურსის ხელმძღვანელთან, ისტორიის დოქტორ ნონა ჭანტურიასთან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არგენტინაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, გოჩა გაიოსის ნამუშევრებისა და გამოცემების პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

Read More