ჰოლოკოსტის შესახებ განათლება ქართულ უნივერსიტეტებში

ჰოლოკოსტის შესახებ განათლების საქართველოს ასოციაციის დამფუძნებლები, დოქტორი ლაშა ჩახვაძე და დოქტორი ნონა ჭანტურია, აქტიურად არიან ჩართული ჰოლოკოსტის შესახებ განათლების პოპულარიზაციაში საქართველოში. ლაშა ჩახვაძემ შექმნა არჩევითი კურსი “ჰოლოკოსტის ლიტერატურა”, რომელიც კურიკულუმის ნაწილია.

ნონა ჭანტურიას არჩევითი კურსი “ჰოლოკოსტის ისტორია” პოპულარულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. 2019 წლის შემოდგომის სემესტრიდან, როცა კურსი შეიქმნა, დღემდე, ის 200 სტუდენტზე მეტმა გაიარა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.

კურსი მოიცავს ებრაელი ხალხის ისტორიას, დასაწყისიდან ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, პირველი მნიშვნელოვანი წლების ჩათვლით. ის დეტალურად ეხება ანტიმიტიზმის წარმოშობას, ჰოლოკოსტის წინარე მოვლენებსა და თავად შოას.

კურსთან დაკავშირებული აკადემიური აქტივობების შესახებ მეტი ინფორმაცია, შეგიძლიათ სიახლეების სექციაში მოიძიოთ.