2021 წლის 1 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და “ისრაელის სახლის” ერთობლივი ძალისხმევით, უნივერსიტეტში გაიხსნა “ისრაელის კაბინეტი” და ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) წევრსა და საქართველოს მეგობარს, დევიდ ბიტანს, ჰოლოკოსტის ისტორიისა და ისრაელის შესახებ სწავლების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებაზე, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და ისრაელიდან ჩამოსული სხვა სტუმრების წინაშე, ფართოდ მიმოიხილა უნივერსიტეტის წვლილი საქართველოში ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებაში. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია წარმატებით იკითხება “ჰოლოკოსტის ისტორიის” სასწავლო კურსი, ასოცირებული პროფესორის, ნონა ჭანტურიას ხელმძღვანელობით. კურსი უკვე მრავალმა სტუდენტმა გაიარა და შესაბამისი ცოდნისა და მსჯელობის მქონე ახალგაზრდები მომზადდნენ, ხოლო ამ სემესტრში კურსი კვლავ აირჩია 77 სტუდენტმა, რაც მის პოპულარობას ადასტურებს. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, საჯარო ლექციები ებრაელი მომხსენებლების მონაწილეობით და ტური თბილისის სინაგოგებსა და დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მხარის დაფინანსებით, ასევე დაგეგმილია “ჰოლოკოსტის ისტორიის” კურსის აკადემიურად ყველაზე წარმატებული სტუდენტების, ისრაელში გაგზავნა. შესაბამისად, მომზადდა შესაბამისი ნიადაგი ისრაელის სახელმწიფოსთან უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მომავალში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი კიდევ სხვა ბევრ ღონისძიებას გეგმავს ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.
R777casino, eh? Heard some buzz. Might check it out. See if lady luck’s smilin’. Feels kinda new and exciting, ya know? Might be worth a punt. Take a peek at r777casino
Happylukeplus…been around the block, haven’t ya? Always somethin’ new to find there. Fingers crossed for some decent wins. Time to visit happylukeplus
MCW88app. Oh yeah, the app! Makes things easier. Quick access for a bit of fun. Hope I have some luck. Give it a try at mcw88app